პროექტები

პროექტები

მიმდინარე პროექტები:

“აღმოვფხვრათ ხარვეზები მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად” მე-2-ე ფაზა2016 – 2020, პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი გაერთანება ბემონი და შიდსის ფონდი აღმოსავლეთ–დასავლეთი (ნიდერლანდები), პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„გაძლიერება მომავლისათვის“ – 2015 – 2018, პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით;

„ინვესტირება ახალგაზრდებს შორის აივ ინფექციის პრევენციისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრელობის ხელშეწყობისთვის“ – 2016-2018,  პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.

„ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში C ჰეპატიტის სკრინინგისა და მკურნალობის ბარიერების შესწავლა“ – 2016-2017 – – პროექტს ახორციელებსსაერთაშორისო ფონდი კურაციო და საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, საერთაშორისო სამეცნიერო-ტენიკური ცენტრის (ISTC) ფინანსური მხარდაჭერით.

განხორციელებული პროექტები:

“აღმოვფხვრათ ხარვეზები მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად”2011 – 2015, პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი გაერთანება ბემონი და შიდსის ფონდი აღმოსავლეთ–დასავლეთი (ნიდერლანდები), პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„არასამთავრობო სექტორის პოტენციალის გაძლიერება განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების აივ კონსულტირებისა და ტესტირებისათვის“ – 2012 – 2014, პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა, პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

საქართველოში აივ პრევენციის პროექტი (GHPP)2010-2014, პროექტს ახორციელებს RTI International, Save the Children; PATH. პროექტის გრანტებს ახორციელებს: საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი და საინფორმაციო–ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა.

«ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა» – 2013-2014, პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა, პროექტს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

“ნარკომანიის/ალკოჰოლიზმის პროფილაქტიკა სკოლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სწავლების გზით” – 1996-97 წწ – მსოფლიო ბანკის საქართველოს ჯანდაცვის პროექტის საკოორდინაციო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

“ნარკომანიის პრევენციის სასინჯი მოდელი თბილისში” – 1998-2000 – პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ფონდ “კურაციოსთან” (საქართველო) და Ost-West Institute Fur Social Management-თან (გერმანია) ერთად, ევროკავშირის ტასისის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

“ანტინარკოტიკული ვებ-საიტი ახალგაზრდებისათვის” – 2000-2002, დაფინანსდა “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ.

“თემის მობილიზება ნარკომანიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად” – 2001-2002, დაფინანსდა MERCY CORPS INTERNATIONAL -ის მიერ.

“ნარკომანთა ოჯახის წევრების – ქალებისა და ბავშვების ფსიქოსოციალური დახმარება” – 2002-2003 – პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ფონდ “კურაციოსთან” (საქართველო) და Ost-West Institute Fuer Social Management-თან (გერმანია) ერთად, ევროკავშირის ტასისის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

“შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა პრევენცია საქართველოში” – 2002-2005 – პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით; მასში მონაწილეობენ შემდეგი ორგანიზაციები: ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და Program for Appropriate Technology in Health (PATH) – აშშ; ბემონი, თანადგომა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (საქართველო).

“თემში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ნარკომანიის პრევენციის მეშვეობით” – 2002-2003 – დაფინანსდა MERCY CORPS INTERNATIONAL -ის მიერ.

«საზოგადოების განათლების ინიციატივა» – 2003 – ჯენევის ინიციატივა ფსიქიატრიაში და ჰამლეტ ტრასტის (ბრიტანეთი) ფინანსური მხარდაჭერით.

«ნარკომანიისა და შიდსის სფეროში თემის განათლების ინიციატივა» - 2003-2004 – დაფინანსდა MERCY CORPS INTERNATIONAL-ის მიერ.

«ნარკომანიის პრევენციის სახელმძღვანელოს ტესტირების პილოტური პროექტი» – 2003, განხორციელდა ამიერკავკასიის ანტინარკოტიკული პროექტის (SCAD) ფარგლებში.

«საქართველოს ნარკოპოლიტიკის განსაზღვრის პროგრამა» – 2005, განხორციელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

“ნარკომანიის პირველადი პრევენცია ახალგაზრდებში” განხორციელდა სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის (SCAD) მხარდაჭერით ქ. თბილისში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ 2005-2006 წლებში. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია – საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი.

აივ/შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტი – 2004-2008, 2009, 2012

“შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა პრევენცია საქართველოში” – 2002-2008 წწ. – პროექტი განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით;

“ერთობლივი ძალისხმევა აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ” – 2007-2008, პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგოლობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (“თანადგომა”) ერთად.

“ფსიქიკური ჯანმრთელობა და აივ/შიდსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში” – 2005-2009, პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” მიერ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ბემონი, თანადგომა) ერთად, ნიდერლანდების მთავრობისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

“კახეთის რეგიონში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოტენციალისა და კოორდინაციის გაძლიერება ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის მიმართულებით” – 2010-2011, პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან “შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი” (AFEW) ერთად.

“ადამიანი უფლებების დაცვა აივ/შიდსის კონტექსტში”2010 – 2011, პროექტს ახორციელბს საზოგადოებრივი გაერთანება ბემონი და შიდსის ფონდი აღმოსავლეთ–დასავლეთი (ნიდერლანდები), პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

„ერთად ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ – 2011-2012, პროექტს აფინანსებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში.