ვაკანსიები

ტენდერი საკონსულტაციო მომსახურებაზე
ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო და ანგარიშვალდებული საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
გამოცხადების თარიღი 03.01.2022
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა 13.01.2022
სატენდერო წინადადებების გამოსაგზავნი ელექტრონული ფოსტის მისამართი: bemoni@bemoni.ge
მომსახურების დასახელება: ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სასკოლო პოლიტიკის გზამკვლევის შექმნა.
მომსახურების პერიოდი: იანვარი-ივნისი, 2022 წელი.
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია, მთავარ ექსპერტთან და ორ ექსპერტებთან ერთად ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სასკოლო პოლიტიკის გზამკვლევის შექმნა.
დაინტერესების შემთხვევაში, მთავარი ექსპერტის ან ექსპერტის პოზიციის დასაკავებლად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე და საექსპერტო მომსახურების დღიური ტარიფი ევროში.