ტენდერები

ტენდერი ბეჭდვით მომსახურებაზე
შემსყიდველი – კავშირი საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი
გამოქვეყნება 5 ოქტომბერი, ბოლო ვადა 12 ოქტომბერი, 2023 წელი

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ ფარგლებში, გვესაჭიროება ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვა შემდეგი პირობებით:
კონკურსანტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების შესაბამისად, თითოეული კომპონენტის მიხედვით:

მოსწავლის რვეული 4 კლასი
ზომა A4 (ვერტიკალური/portrait)
გვერდების რაოდენობა: 44 (გარეკანის/ყდის ჩათვლით);
შიგთავსი: 80 გრამიანი (ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი) , ბეჭდვა შავ-თეთრი;
გარეკანი: 200 გრამიანი ცარცი , ბეჭდვა ფერადი;
აკინძვა: სტეპლერი
ტირაჟი: 500 ცალი

მოსწავლის რვეული 5 კლასი
ზომა A4 (ვერტიკალური/portrait)
გვერდების რაოდენობა: 40 (გარეკანის/ყდის ჩათვლით);
შიგთავსი: 80 გრამიანი (ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი) , ბეჭდვა შავ-თეთრი;
გარეკანი: 200 გრამიანი ცარცი , ბეჭდვა ფერადი;
აკინძვა: სტეპლერი
ტირაჟი: 500 ცალი.

მოსწავლის რვეული 6 კლასი
ზომა A4 (ვერტიკალური/portrait)
გვერდების რაოდენობა: 44 (გარეკანის/ყდის ჩათვლით);
შიგთავსი: 80 გრამიანი (ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი) , ბეჭდვა შავ-თეთრი;
გარეკანი: 200 გრამიანი ცარცი , ბეჭდვა ფერადი;
აკინძვა: სტეპლერი
ტირაჟი: 500 ცალი.

მოსწავლის რვეული 10 კლასი
ზომა A4 (ვერტიკალური/portrait)
გვერდების რაოდენობა: 60 (გარეკანის/ყდის ჩათვლით);
შიგთავსი: 80 გრამიანი (ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი) , ბეჭდვა შავ-თეთრი;
გარეკანი: 200 გრამიანი ცარცი , ბეჭდვა ფერადი;
აკინძვა: სტეპლერი
ტირაჟი: 500 ცალი.

მოსწავლის რვეული 11 კლასი
ზომა A4 (ვერტიკალური/portrait)
გვერდების რაოდენობა: 52 (გარეკანის/ყდის ჩათვლით);
შიგთავსი: 80 გრამიანი (ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი) , ბეჭდვა შავ-თეთრი;
გარეკანი: 200 გრამიანი ცარცი , ბეჭდვა ფერადი;
აკინძვა: სტეპლერი
ტირაჟი: 500 ცალი

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება, მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტით: bemoni@bemoni.ge და nkerashvili@bemoni.ge მისამართებზე, 2023 წლის 12 ოქტომბრამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერი მთავარი ექსპერტის და ექსპერტების მოსაძიებლად

გამოქვეყნდა: 17 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი“ ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს – სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო და ანგარიშვალდებული საზოგადოებისთვის.
(Project name: Empowering civil society and professional organizations to ensure safe, secure and accountable society in Georgia – CPR Project).
პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წ. იანვარი – 2024 წ. დეკემბერი.

პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი აცხადებს ტენდერს მთავარი ექსპერტის და ექსპერტების მოსაძიებლად.

ექსპერტების სპეციფიკური დავალება ითვალისწინებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და სსხვა ანტისოციალური ქცევების პრევენციის დარგში სხვადასხვა გზამკვლევების/მეთოდოლოგიების შემუშავებას, ტრენინგების ჩატარებას და კვლევების განხორციელებას:

** პრევენციის და ადრეული ინტერვენციის თემაზე სასწავლო კურიკულუმის შემუშავება და დანერგვა ანტისოციალური ან ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდებთან მუშაობისთვის.
** ასაკზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და პილოტირება ნივთიერების საზიანო მოხმარების პრევენციის შესახებ ადრეული და გვიანი ასაკის მოზარდებისთვის.
** ნარკოტიკების პრევენციისა და ზიანის შემცირების შესახებ მრავალენოვანი ინტერაქტიული ვებპორტალის შემუშავება და ფუნქციონირება მშობლებისთვის, განათლების მუშაკებისა და ახალგაზრდებისთვის.
** ადგილობრივ თემზე დაფუძნებული კომპლექსური პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება
** გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ზიანის შემცირების გზამკვლევის შექმნა და დანერგვა
** მედიის შესაძლებლობების განვითარება ადიქციის საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის, ახალი სტანდარტების და ტრენინგების მეშვეობით.
** ნივთიერებების საზიანო მოხმარების და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე არაფორმალური განათლებისთვის კურიკულუმის შემუშავება და პილოტირება ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებისა და ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის.

მთავარი ექსპერტისა და ექსპერტების კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფსიქოლოგიური განათლება;
** ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ზიანის შემცირების სფეროში მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
** კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე არსებული სამედიცინო ლიტერატურის დამუშავების უნარები.
** ექსპერტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სპეციფიკური პროდუქტის წარმატებით დასრულების შემდეგ შეთანხმებული დღიური ტარიფის გათვალისწინებით.
** გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტების მიერ შესასრულებელი დავალების მოცულობიდან გამომდინარე, აპლიკანტს უნდა შეეძლოს პროექტისთვის მნიშვნელოვანი დროის გამოყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე, მიუთითეთ პოზიცია და შეგვატყობინეთ თქვენი საექსპერტო მომსახურების დღიური ტარიფი ევროში (თუმცა ანაზღაურება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 27 მაისი 18 საათი.
საკონტაქტო ელფოსტა: bemoni@bemoni.ge

ტენდერი საკონსულტაციო მომსახურებაზე

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო და ანგარიშვალდებული საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
გამოცხადების თარიღი 03.01.2022
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა 13.01.2022
გთხოვთ სატენდერო წინადადებები წარმოადგინოთ ოფისის მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 8, შენობა 2, მეორე სართული.
მომსახურების დასახელება: ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სასკოლო პოლიტიკის გზამკვლევის შექმნა.
მომსახურების პერიოდი: იანვარი-დეკემბერი, 2022 წელი.
საკონსულტაციო მომსახურების მიზანია, მთავარ ექსპერტთან და ორ ექსპერტებთან ერთად ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სასკოლო პოლიტიკის გზამკვლევის შექმნა.
დაინტერესების შემთხვევაში, მთავარი ექსპერტის ან ექსპერტის პოზიციის დასაკავებლად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე და საექსპერტო მომსახურების დღიური ტარიფი ევროში.